Accentnews.ge
სომხეთის პარლამენტი იმ სასამართლოში გაწევრიანების საკითხს განიხილავს, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა

სომხეთის პარლამენტი იმ სასამართლოში გაწევრიანების საკითხს განიხილავს, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა

03/10/2023 09:34:52 მსოფლიო

სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) წესდების („რომის სტატუტი“) რატიფიცირების საკითხის განხილვა დაიწყო.

"სომხეთისთვის დამატებით გარანტიებს ვქმნით" ტერიტორიული მთლიანობისთვის იმ საფრთხის წინაშე, რომელსაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან ხედავს", - ამის შესახებ დეპუტატებს სომხეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში ეგიშე კირაკოსიანმა განუცხადა.

ოპოზიციურ ბლოკ "სომხეთის" საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა, არცვიკ მინასიანმა, ამ საკითხს არაკონსტიტუციური უწოდა. რუსეთი ერევნის განზრახვას, ICJ-ის იურისდიქციის აღიარების შესახებ, "უკიდურესად მტრული"უწოდა.

2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები. სასამართლოს ცნობით, პუტინი და ლვოვა-ბელოვა სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.

თუკი ვლადიმირ პუტინი რომის სტატუტის ხელმომწერ რომელიმე ქვეყანაში ჩავა, იგი უნდა დააკავონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S