პროკურორი – ტრამპს: თქვენი ფული არ ნიშნავს, რომ კანონზე მაღლა ხარ
03/10/2023 09:06:33 მსოფლიო
დონალდ ტრამპი წარსდგა სასამართლო პროცესზე თაღლითობის ბრალდებით მისი და მისივე ოჯახური ბიზნესის წინააღმდეგ აღძრულ სამოქალაქო საქმეზე, იტყობინებიან Reuters და "ამერიკის ხმა".
ტრამპის სასამართლო პროცესი ექვსი დღის შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლე არტურ ენგორონმა, რომელიც ხელმძღვანელობდა საქმეს, ყოფილი პრეზიდენტი, მისი ვაჟები და მისი 10 კომპანია თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. მიმდინარე სასამართლო პროცესი ძირითადად აღკვეთის ღონისძიების სახის შერჩევას ეხება.
ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორის ოფისის იურისტმა ლეტიცია ჯეიმსის თქვა, რომ ტრამპი 10 წლის განმავლობაში "არსებითად არაზუსტად" აწვდიდა ცნობებს საკუთარი ფინანსების შესახებ ბანკებსა და მზღვეველებს. როგორც განიმარტა, ამ გზით ბრალდებულმა უკანონოდ მიიღო 1 მილიარდ დოლარზე მეტი.
ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატის სტატუსით სურს ჩართვა. მან ბრალდებებს მისი აქტივების ღირებულების მილიარდობით დოლარით გაზვიადებას უწოდა „ჯადოქრების წინააღმდეგ ყველა დროის უდიდესი ნადირობის გაგრძელება“, ხოლო სამართლებრივ პროცესს – „სიყალბე“ და „ტყუილი“.
მან კვლავ უწოდა ჯეიმსს, რომელიც აფრო-ამერიკელია, "რასისტი" და თქვა, რომ დემოკრატი პროკურორი მას სამაგიეროს უხდის.
ლეტიცია ჯეიმსმა თქვა, რომ მისი ოფისი მზად არის, დაამტკიცოს თავისი სიმართლე. "მიუხედავად თქვენი ფულის მოცულობისა, კანონზე მაღლა არავინ დგას", - თქვა მან.
ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორი ამტკიცებს, რომ ტრამპმა გადაჭარბებულად შეაფასა თავისი აქტივები, მათ შორის Trump Tower პენტჰაუსი მანჰეტენში, მარ-ა-ლაგოს ქონება ფლორიდაში, საოფისე ცათამბჯენები და გოლფის კლუბები $2,2 მილიარდამდე.
ტრამპის ადვოკატი კრისტოფერ კეისი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფინანსური დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
გარდა ამისა, ტრამპს ოთხი სისხლის სამართლის ბრალდება ემუქრება. ფლორიდაში მას საპრეზიდენტო თანამდებობის დატოვების შემდეგ საიდუმლო დოკუმენტების არასწორად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ; ვაშინგტონში – 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი დამარცხების გაუქმების მცდელობაში; ჯორჯიის შტატში - არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობებში; ნიუ-იორკში - პორნომსახიობისთვის ფულის გადახდაში.


