Accentnews.ge
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოაცხადა

გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოაცხადა

03/10/2023 08:22:14 მსოფლიო

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - იუწყება ქვეყნის მთავრობა.

კერძოდ, ახალი დახმარების პაკეტში შევიდა 14 მაღალი გამავლობის მანქანას Bandvagn 206, Biber-ის ხიდის დასამაგრებელ მანქანა, ორი WiSENT 1 საინჟინრო მანქანა, 99 სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალი; 21 სასაზღვრო მანქანა; რადიოსადგურები "ლეოპარდის" ტანკებისთვის, დაახლოებით 33 ათასი 40 მმ–იანი საბრძოლო მასალა.

მანამდე სააგენტო DPA, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ ბერლინი წელს აპირებს, მიაღწიოს თავდაცვის პროდუქტების რეკორდულ ექსპორტს, ძირითადად უკრაინაში იარაღის მიწოდებით. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გერმანიის მთავრობამ უკვე დაამტკიცა 8,76 მილიარდი ევროს (9,2 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების ექსპორტი, რაც მეტია, ვიდრე მთელი 2022 წლის (8,36 მილიარდი ევრო) განმავლობაში იყო.

ცნობილია, რომ ეს არის მეორე უდიდესი მოცულობის თანხა ქვეყნის ომის შემდგომ ისტორიაში. ასეთმა სახსრებმა გადააჭარბა მხოლოდ 9,35 მილიარდი ევროს შეკვეთას 2021 წელს, როდესაც წინა კოალიციური მთავრობა ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის მეთაურობით მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S