შვეიცარია NATO-ს წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას
03/10/2023 08:07:15 მსოფლიო
შვეიცარია NATO-ს საჰაერო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის თავდაცვის ფედერალური დეპარტამენტი ავრცელებს.
მისი ცნობით, მანევრები იტალიაში ოქტომბერში გაიმართება.
"შვეიცარიის არმია 45 ჯარისკაცს გააგზავნის და ხუთი F/A-18 თვითმფრინავის გამოყენებით შვეიცარიელი პილოტები ცოდნას გაიღრმავებენ და მონაწილე სახელმწიფოებთან გამოცდილებას გაცვლიან. წვრთნებში , საერთო ჯამში, 13 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, 70-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავით, 15 ვერტმფრენითა და 1500 ჯარისკაცით", – იუწყება შვეიცარიის თავდაცვის ფედერალური დეპარტამენტი.
შვეიცარია, რომელიც არ არის ალიანსის წევრი, საჰაერო წვრთნებში NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის (PPP) პროგრამის ფარგლებში მონაწილეობს.


