Accentnews.ge
ფოთსა და ოზურგეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა

ფოთსა და ოზურგეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა

03/10/2023 07:45:48 საზოგადოება

ფოთსა და ოზურგეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა.

ოზურგეთში კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები დატბორა.

წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა. მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

რამდენიმე ადგილზე ჩამოშლილია მიწის ფართობები. მერიაში ამოქმედებულია "ცხელი ხაზი".

„ძლიერი წვიმის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია ყველა სამსახური. ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს ან გვაცნობეთ ცხელი ხაზის მეშვეობით“,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვადასხვა ლოკაციაზე ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს.

ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები ფოთშიც დაიტბორა. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S