Accentnews.ge
ავსტრალიური კომპანია უკრაინაში  დრონების საწინააღმდეგო სისტემას აგზავნის

ავსტრალიური კომპანია უკრაინაში  დრონების საწინააღმდეგო სისტემას აგზავნის

03/10/2023 06:55:50 მსოფლიო

ავსტრალიური თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანია Electro Optic Systems (EOS) უკრაინაში დრონების საწინააღმდეგო სისტემა Slinger–ს აგზავნის, - იუწყება ABC News.

გამოცემის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა უკრაინას დაეხმარება უკეთ დაიცვას საჰაერო სივრცე.

„ჩვენ ვხედავთ უკრაინაში დრონების გამოყენებით შეტევების რაოდენობის ზრდას, მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ დრონების წინააღმდეგ იმ სისტემების ტიპები, რომლებიც დღეს გამოიყენება ძალიან ძვირია”,- განაცხადა ავსტრალიური კომპანიის წარმომადგენელმა მეტ ჯონსმა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ შექმნილი ავსტრალიური სისტემის შეძენას უკრაინა მცირე თანხებით შეძლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S