Accentnews.ge
თურქეთში "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირის ბრალდებით 90-მდე ადამიანი დააკავეს

თურქეთში "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირის ბრალდებით 90-მდე ადამიანი დააკავეს

03/10/2023 05:43:35 მსოფლიო

თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო სამმართველომ და პოლიციამ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, -იუწყება თურქული მედია.

მისი ცნობით, ოპერაცია 18 პროვინციაში ჩატარდა და მისი სამიზე "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ფარული სტრუქტურების განადგურება იყო. ოპერაცია ერთდროულად განხორციელდა და მის ფარგლებში 90-მდე ადამიანი დააკავეს.

გუშინ თურქეთმა ერაყში 20 ობიექტი დაბომბა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის სამხედროებმა საჰაერო თავდასხმები განახორციელეს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) ბაზებზე, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

„ავიაიერიშების შედეგად განადგურდა 20 ობიექტი, რომელიც შედგებოდა გამოქვაბულებისგან, თავშესაფრებისგან, ბუნკერებისა და საწყობებისგან, რომლებსაც PKK იყენებდა. ამ ობიექტებზე სავარაუდოდ იმალებოდნენ ტერორისტული ორგანიზაციის მაღალი რანგის წევრები“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

1 ოქტომბერს თვითმკვლელმა ტერორისტმა ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მოგვიანებით, PKK – მ განაცხადა, რომ აფეთქება მათთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, "უკვდავთა ბატალიონმა" განახორციელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S