Accentnews.ge
სლოვაკეთმა მოსკოვი საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა

სლოვაკეთმა მოსკოვი საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა

02/10/2023 20:04:01 მსოფლიო

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაიბარა რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში მოსკოვის "მიუღებელი ჩარევის" გამო პროტესტის ნიშნად. ეს დაკავშირებულია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის სერგეი ნარიშკინის განცხადებასთან, რომელიც მან კენჭისყრის წინა დღეს გამოქვეყნდა.

ნარიშკინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არჩევნების შედეგებით მანიპულირებას მოახდენს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებას „განზრახ დეზინფორმაციის გავრცელება“ უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესში ჩარევას.

30 სექტემბრის არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილი პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიკოს პარტიამ, რომელიც შიდა პრობლემებზე აქცენტირებას აანონსებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S