აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
02/10/2023 19:33:17 მსოფლიო
აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, - იუწყება თეთრი სახლი.
„ჩვენ მალე გამოვაცხადებთ უკრაინის დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რათა გამოვხატოთ ჩვენი უცვლელი მხარდაჭერა უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ. თუ პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენზე დიდხანს გაძლებს, ის ცდება,” - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.
თეთრი სახლის სპიკერმა აღნიშნა, რომ დახმარების ეს პაკეტი „იქნება სიგნალი" იმისა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიევს იმდენად დაეხმარება, რამდენადაც ეს საჭირო იქნება.


