Accentnews.ge
კადიროვმა ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა

კადიროვმა ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა

02/10/2023 18:16:22 კავკასია

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის უფროსი ქალიშვილი, 24 წლის აიშატ კადიროვა რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გახდება - ის აკონტროლებს სოციალურ ბლოკს. ამჟამად აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის პოსტს იკავებს.

აიშატ კადიროვას დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ჩეჩნეთის მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს. შესაბამისი წინადადება რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მუსლიმ ხუჩიევმა წარადგინა, ხოლო და რამზან კადიროვმა დაამტკიცა, – დაწერა მან თავის ტელეგრამ– არხზე.

კულტურის მინისტრი გახდება კადიროვის მოკავშირე მუსა დადაევი.

ერთი დღით ადრე ჩეჩნეთში დამტკიცდა საბჭოს შემადგენლობა, რომელიც ქალთა უფლებებს და საზოგადოებაში მათი როლის გაზრდას შეეხება. აიშატ კადიროვა ამ საბჭოს რვა წევრს შორის ერთადერთი ქალია.

სექტემბერში აიშატ კადიროვა დაჯილდოვდა "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის". მას ასევე აქვს მედლები "კულტურის დამსახურებული მოღვაწე", "ადამიანის უფლებების დამცველი", რეგიონის "განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის", "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" მეგობრობის ორდენი და ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო – კადიროვის ორდენი.

აიშატი რამზან კადიროვის უფროსი ქალიშვილია. 17 წლის ასაკში გახდა Firdaws მოდის სახლის დირექტორი, რომელიც 2009 წელს დედამ მედნი კადიროვამ დააარსა. 2020 წელს იგი პირველად დაინიშნა რეგიონის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო 2021 წელს, 22 წლის ასაკში, მინისტრი გახდა. მისი მეუღლე ვისხან მაწუევი რესპუბლიკური მთავრობის ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი მიმდინარე წლის ივლისში გახდა.

აიშატ კადიროვა შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და იაპონიის სანქციების ქვეშაა.

ჩეჩნეთში კადიროვის ათობით ნათესავი რეგიონის ხელმძღვანელობაში მაღალ თანამდებობებზეა დანიშნული. ის თავად ვერ ხედავს ინტერესთა კონფლიქტს ნეპოტიზმში. ”მე ვნიშნავ მათ, ვისაც ვენდობი”, - თქვა კადიროვმა.

საჯარო სამსახურში თანამდებობებს იკავებენ მისი შვილები, დები, სიძეები, ძმისშვილები და სხვა ნათესავები. 2018 წელს, BBC-ის რუსულმა სამსახურმა გამოთვალა, რომ ჩეჩნეთის 158 მთავარი თანამდებობის პირიდან 30% უშუალოდ რამზან კადიროვის ნათესავია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S