Accentnews.ge
სუს–მა „კანვას საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გამოკითხვაზე დაიბარა

სუს–მა „კანვას საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გამოკითხვაზე დაიბარა

02/10/2023 17:59:31 საზოგადოება

არაძალადობრივი და სტრატეგიული სამოქალაქო კამპანიების მხარდაჭერის ცენტრის, „კანვას საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ე.წ. არეულობის საქმეზე გოგიბერიძის გამოკითხვა 3 ოქტომბერს, 11:00 საათზე არის დაგეგმილი.

სუს-ისგან მიღებული უწყება გოგიბერიძემ „ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

2 ოქტომბერს სუს-ში განაცხადეს, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, "რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

USAID-ის შესახებ სუს-ის და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.

ორგანიზაცია „კანვას საქართველო" ხელისუფლების მოქმედებას ზეწოლად აფასებს როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, რომლებიც „ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S