Accentnews.ge
რუსეთში სტალინის 100–ზე მეტი ძეგლი დადგეს, მათი რაოდენობა იმატებს

რუსეთში სტალინის 100–ზე მეტი ძეგლი დადგეს, მათი რაოდენობა იმატებს

02/10/2023 16:34:13 მსოფლიო

რუსეთში უკვე აღმართულია საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის 110 ძეგლი. მათგან 95 დამონტაჟდა ვლადიმირ პუტინის დროს, ხოლო ძეგლების მშენებლობის ტემპი გაორმაგდა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ. ამგვარ სტატისტიკას „მოჟემ აბიასნიც" გვაწვდის.

გამოცემამ შეადგინა სტალინის ძეგლების სრული სია, რომლებიც განთავსებულია საზოგადოებრივ ადგილებში (გარდა მუზეუმებისა). აქედან გამომდინარეობს, რომ საბჭოთა დროიდან რუსეთში შემორჩა ძეგლების მხოლოდ 9%, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა გაჩნდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, ვლადიმერ პუტინის რეჟიმის პირობებში.

ერთი დღით ადრე, ტვერის რეგიონში, მედნოეში - რეპრესიების მსხვერპლთა სასაფლაოზე - სტალინის და საბჭოთა კავშირის სხვა ჩინოვნიკების ბიუსტი დაიდგა. განმარტავენ, რომ ეს გამოფენის ნაწილია, თუმცა მოელიან, რომ ასევე დარჩება. ეს უკვე მეოთხე ძეგლი გახდა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიდგა. გამოცემა აღნიშნავს, რომ თითოეული მათგანის გახსნა თან ახლდა სამხედრო პროპაგანდი ლოზუნგები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S