პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის შეკეთებული ტანკების პარტია გადასცა
02/10/2023 16:15:54 მსოფლიო
უკრაინამ პოლონეთიდან შეკეთებული Leopard 2 ტანკების პარტია მიიღო, – იუწყება Polska Grupa Zbrojeniowa.
„სანამ სხვები აკეთებენ განცხადებებს მომავლის შესახებ, ჩვენ ვმოქმედებთ უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიამ დასძინა, რომ სხვა საბრძოლო მანქანებზე მუშაობა გრძელდება.
ივლისის ბოლოს სამხრეთ პოლონეთში გაიხსნა უკრაინის მოკავშირეების მიერ გადატანილი ტანკების შეკეთებისა და მომსახურების ცენტრი.
მიმდინარე წლის ივლისში Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონცერნი უკრაინაში მომდევნო სამი თვის განმავლობაში გახსნის ქარხანას ჯავშანტექნიკის წარმოებისთვის. ტანკების წარმოებისა და შეკეთების გარდა, ახალი საწარმო გერმანულ Fuchs-ის ჯავშანტრანსპორტიორებს დაამზადებს. ამ საწარმოს ბაზაზე გერმანელი სპეციალისტები უკრაინელებს ქარხნის ობიექტებში წარმოებული აღჭურვილობის მომსახურებაშიც მოამზადებენ.
Rheinmetall არის სამხედრო ტექნიკისა და იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი გერმანიასა და ევროპაში.


