Accentnews.ge
მოლდოვა "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

მოლდოვა "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

02/10/2023 15:56:27 მსოფლიო

მოლდოვა რუსული "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის,– ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ვიქტორ პალიცოვმა განაცხადა.

რუსეთისგან ბუნებრივი გაზის შესყიდვის შეწყვეტის შესახებ მოლდოვის მთავრობამ თავდაპირველად 2022 წლის დეკემბერში განაცხადა, თუმცა მაშინ ნათელი არ იყო რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს გადაწყვეტილება.

ენერგეტიკის მინისტრის განმარტებითვე, სხვა ევროპელმა მიმწოდებლებმა ქვეყანას "გაზპრომზე" უკეთესი ფასი შესთავაზეს.

როგორც Reuters წერს, რუსული სახელმწიფო კომპანია მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონს, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ღიად უჭერს მხარს, დღიურად 5.7 მლნ კუბური მეტრის მოცულობის გაზს აწვდის. ომის დაწყების დღიდან მოლდოვის მთავრობა გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და ღიად გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. კრემლმა რუსული გაზი ქვეყანაში პროევროპული მთავრობის მოსვლის შემდეგ არაერთხელ გამოიყენა შანტაჟის მცდელობის მექანიზმად.

29 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა მოლდოვაში ბუნებრივი აირის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

როგორც თურქეთის ნავთობსადენის კორპორაციაში განაცხადეს, თურქეთი დათანხმდა ბუნებრივი აირის გაგზავნას მოლდოვაში პირველი ოქტომბრიდან.

BOTAS-სა და მოლდოვის East Gas Energy Trading-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოლდოვაში ყოველდღიურად 2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს მოიცავს.

„BOTAS აგრძელებს ევროპის ენერგომომარაგების უსაფრთხოების მხარდაჭერას საექსპორტო ხელშეკრულებებით, რომლებიც მან ერთმანეთის მიყოლებით დადო“, – ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

თურქეთმა წინა თვეების განმავლობაში გაზის გაგზავნის შესახებ შეთანხმებები დადო მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საბერძნეთთან, ბულგარეთთან, უნგრეთსა და რუმინეთთან.

„BOTAS აგრძელებს ახალი საექსპორტო ხელშეკრულებების დადებას ინფრასტრუქტურული ინვესტიციების, მოწინავე გადაცემის სისტემის, გეოგრაფიული მდებარეობისა და ამ ძლიერი ინფრასტრუქტურის უპირატესობების გამოყენებით“, – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S