Accentnews.ge
ფეზუაშვილი – სუს-ზე: სასაცილოა, 30 ხელოვანს დააბრალო რევოლუციის მოწყობა

ფეზუაშვილი – სუს-ზე: სასაცილოა, 30 ხელოვანს დააბრალო რევოლუციის მოწყობა

02/10/2023 14:56:45 საზოგადოება

მწერალი ივა ფეზუაშვილი გამოეხმაურა სუს-ის განცხადებას, რომლის მიხედვით, USAID-ის დაფინანსებით, საქართველოში სერბული ორგანიზაცია CANVAS-ის წარმომადგენლები ახალგაზრდებს რევოლუციისთვის ამზადებენ.

"ტრენინგი იყო არაძალადობრივი პროტესტის შესახებ. ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც ამ ტრენინგს ჰქონდა, თუ როგორ მიგვეწვდინა ჩვენი ხმა ფართო საზოგადოებისთვის. მაგალითად, მწერალთა სახლში რატომ უნდა ინიშნებოდეს დირექტორი არჩევნების წესით და არა პირდაპირ ნიშნავდეს ქალბატონი მინისტრი. ვუყურეთ ფილმს მარტინ ლუთერ კინგის შესახებ, თუ როგორ აპროტესტებდნენ შავკანიანი ამერიკელები 60-იან წლებში სეგრეგაციის კანონს. ის, რომ 30 ხელოვანს დააბრალო რევოლუციის მოწყობა, სასაცილოა და საწყენია. ტრენინგზე კამერები ჰქონდათ დამონტაჟებული და ვიდეო დაჭრილი იყო. ძალიან ძნელია, უბრალო მოქალაქეს აუხსნა მონტაჟი რას ნიშნავს. ეს სჭირდებათ, რომ ორი აზრი ერთმანეთს მიაწებონ და მათთვის სასარგებლო ახალი აზრი გამოვიდეს. თუ 30 ხელოვანს შეიძლება უსმენდე, მართლა მაშინებს შემდეგი ნაბიჯი რა იქნება და ხვალ ბელორუსში ან რუსეთში არ გავიღვიძო. არც არასამთავრობო ორგანიზაცია არ მაქვს, არც პარტია და არც დაფინანსება. არ შეიძლება ხელოვნებას ებრძოლო ცენზურით, მხოლოდ და მხოლოდ ამას ვაპროტესტებ",- განაცხადა მწერალმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S