კრემლის პროპაგანდისტებში მორიგი სკანდალი აგორდა
02/10/2023 13:17:03 მსოფლიო
მორიგი სკანდალია "z-ბანაკში" (ასე მოიხსენიებენ კრემლის და უკრაინაში ომის მხარდამჭერებს). რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ეთნიკური საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელმა და რუსეთის "პატრიოტთა" ლიდერმა გენადი სემიგინმა განაცხადა, რომ მისი მოძრაობის ვებგვერდი გატეხეს და გამოქვეყნდა "ყალბი სტატია ჩეჩნებისა და რუსი მებრძოლების შესახებ".
„ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა დივერსია და განხორციელდა უხეშ მცდელობა, დისკრედიტაცია მოეხდინათ როგორც ჩემი პირადი შეხედულებების, ისე ზოგადად პატრიოტიზმის",– ამტკიცებს დეპუტატი.
საუბარია გენადი სემიგინის განცხადებაზე ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის ვაჟის – ადამ კადიროვის დასაცავად, რომელმაც გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემა ყურანის დაწვაში ბრალდებული“. განცხადება რუსეთის "პატრიოტების" ვებგვერდზე 29 ოქტომბერს გამოჩნდა. წერილში დეპუტატი, მათ შორის, ამბობს: "თითოეულ რუს სამხედროს რამზანის ვილის მსგავსად უკომპრომისოდ რომ დაეცვა საკუთარი იდეალები, ალბათ ბატალიონ "ახმატს" [ჩეჩნური დანაყოფი] არ მოუწევდა, წიხლებით შეეყარათ რუსეთის არმიის სამხედროები ბრძოლის ველზე".
ამჟამად განცხადება "პატრიოტების" გვერდზე არ იძებნება, თუმცა მიუხედავად ამისა, მის ირგვლივ "Z- თემში" სკანდალი არ ცხრება. მას ღალატში ადანაშაულებენ და რეაგირებას მოითხოვენ.


