
ლევან იოსელიანი: USAID-თან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, ამ ორგანიზაციის მიმართ მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი მეთქმის
02/10/2023 11:21:22 საზოგადოება
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ USAID მისი აპარატის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია.
„USAID–თანძალიან კარგი, ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს. ეს ორგანიზაცია ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და USAID-ის მიმართ მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი მეთქმის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, USAID-ს პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.
ამავე თემაზე: რა თემებს მოიცავდა USAID-ის სასწავლო კურსი, რომელსაც სუს–ი "არეულობისთვის მზადებას" უკავშირებს.
„არეულობის გეგმის ავტორებად“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა 18 სექტემბერს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მათ სუს– ის განცხადებას „იდიოტობა“ და „სრული ბოდვა“ უწოდეს.