Accentnews.ge
ოპოზიცია – სუს–ის განცხადებაზე: "ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესების მსახურება და ხალხის დაშინებას ემსახურება"

ოპოზიცია – სუს–ის განცხადებაზე: "ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესების მსახურება და ხალხის დაშინებას ემსახურება"

02/10/2023 09:48:04 პოლიტიკა

ოპოზიციაში ეხმიანებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომლის თანახმად, USAID-ს პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.

"ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესების მსახურება", – ასე ეხმიანება "ევროოპტიმისტების" წევრი დეპუტატი რომან გოცირიძე სუს–ის განცხადებას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიდასავლურ ძალად ჩამოყალიბდა":

„ეს ემსახურება იმას, რომ ეს ყველაფერი დროში დაემთხვეს კანდიდატის სტატუსის მიღების განხილვას, ეს კიდევ ერთხელ ემსახურება ანტიდასავლური ისტერიის წამოწყებას და ეს გაგრძელდება არა მხოლოდ ოქტომბერში, არამედ 12 დეკემბრამდე, როცა ჩვენ სტატუსი უნდა მოგვანიჭონ და გამოაგორებენ ახალ- ახალ საკითხებს. ამ ფონზე ბუნებრივია, ძალიან გაძნელდება სტატუსის მოცემა იმის მიუხედავად, რომ მთელს ევროკავშირს სურს სტატუსი მივიღოთ, თუნდაც გეოპოლიტიკური ვითარების გამო და იმის გამო, რომ რუსეთთან პირისპირ არ დავრჩეთ. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ ქვეყნის ევროკავშირში სვლას ხელი შეუშალონ, ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესების მსახურება".

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაცია "ოთარ ფარცხალაძის ჯაშუშობის გადაფარვას და ხალხის დაშინებას ემსახურება":

"სუს-მა ფარცხალაძის ჯაშუშობის გადასაფარად შემოგვთავაზა მორიგი სერია, "აკერმანი 2". აკერმანი გარდაცვლილი იყო და მედიაში საუბრობდნენ, რომ გარდაცვლილი ადამიანი რაღაცას აპირებდა საქართველოში. სამაგიეროს უხდიან ამერიკულ სპეცსამსახურებს თითქოს USAID- მა საქართველოში შემოიყვანა ადამიანები, რომლებიც გეგმავდნენ არეულობას. ეს არის რუსული სპეცსამსახურების სამაგიეროს გადახდის მცდელობა ამერიკული სპეცსამსახურებისთვის, ასე დავარქვათ ამ ბოდვას.სამწუხაროა, რომ სუს-ი მონაწილეობს ამ საპნის ოპერაში. "ქართული ოცნების” პოლიტიკურად გახრწნილი პოლიტიკოსები საუბრობენ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულზე მაშინ, როცა ღარიბაშვილის და კალაძის ჩარტერების სკანდალი გვახსოვს, გასარუჯად რომ წავიდა კალაძე დუბაიში და ეს ხალხი ნიანგის ცრემლებს ღვრის ამერიკელი გადამხდელების ფულის გამო?! ვის სჯერა ამ იაფფასიანი პროპაგანდის?! ამის მიზანია ადამიანების დაშინება: "თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, არ გამოხვიდეთ, შევეგუოთ, რუსული ჯარი მოვა, ჩვენ მოვალთ, შეგჭამთ, გამოგხრავთ, ხმა არ ამოიღოთ" -ეს არის "ქართული ოცნების" სცენარი".

"ეს არის ანტიამერიკული კამპანიის ნაწილი" , - ასე ეხმიანება "გირჩის" წევრი დეპუტატი იაგო ხვიჩია სუს- ის განცხადებას.

მისი თქმით, ხელისუფლება არარსებულ მტრებს მაშინ იგონებს, როცა პრობლემები ექმნება.

"ზოგადად, უშიშროების სამსახურების მოვალეობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იყო ის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლებაში არსებული ძალები და მას მოაშოროს კონკურენტები. როცა ხელისუფლებას რაღაც პრობლემები ექმნება, საჭიროა ახალი მტრების გამოგონება, რომ გადავიდეს არა საქმის კეთებაზე, არამედ იმაზე, თუ ეფექტურად ებრძვიან არარსებულ მტრებს. ასეთი არარსებული მტერი გამოიგონა ახლა სუს–მა და საკუთარ თავს მოუძებნა საქმე, რომ ამ „მტრებმა“ ვერ მოუწყონ არარსებული და არშემდგარი რევოლუცია. ეს არის ანტიამერიკული კამპანიის ნაწილი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამით ამერიკელ პარტნიორებთან ვიფუჭებთ საქმეს", - განაცხადა ხვიჩიამ.

ამავე თემაზე: რა თემებს მოიცავდა USAID-ის სასწავლო კურსი, რომელსაც სუს–ი "არეულობისთვის მზადებას" უკავშირებს.

„არეულობის გეგმის ავტორებად“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა 18 სექტემბერს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მათ სუს– ის განცხადებას „იდიოტობა“ და „სრული ბოდვა“ უწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S