Accentnews.ge
კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს

კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს

02/10/2023 09:50:09 მსოფლიო

2 ოქტომბერს კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ დღეს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უწყების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომელიც 1 ოქტომბერს მოულოდნელად ჩავიდა კიევში. მანამდე მსგავსი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბორელმა შეხვედრას „ისტორიული“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიება პირველად იმართება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ.

მისი თქმით, მინისტრები აპირებენ, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადონ უკრაინელ ხალხს. ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე ეხება არაფორმალურ შეხვედრას, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. მისი თქმით, ეს იქნება ე.წ. „ბრეინსტორმინგი“ უკრაინასა და რუსეთს შორის ომში ვითარებისა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის ნაბიჯების შესაფასებლად.

უკვე ცნობილია, რომ კიევში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო-პოლიტიკური უწყებების არაერთი ხელმძღვანელი ჩავიდა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბარბოკი. ზოგიერთ ქვეყანას მინისტრის მოადგილეები წარმოადგენენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S