Accentnews.ge
უკრაინიდან სახლში დაბრუნებულმა რუსმა სამხედრომ ოთხი წლის ბავშვი მოკლა

უკრაინიდან სახლში დაბრუნებულმა რუსმა სამხედრომ ოთხი წლის ბავშვი მოკლა

02/10/2023 09:43:02 მსოფლიო

რუსეთის ლიპეცკში დააკავეს "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლი, რომელიც ეჭვმიტანილია ოთხი წლის გოგონას სასიკვდილოდ ცემაში,– იტყობინება "ბაზა".

როგორც ირკვევა, სამხედრო, 31 წლის ვლადიმერი უკრაინიდან სახლში შვებულებით აგვისტოს ბოლოს დაბრუნდა. 1 ოქტომბერს მას ცოლთან მოუვიდა კონფლიქტი და სასტიკად სცემა.ამის შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა ქალის მცირეწლოვან შვილს, რომელიც მას წინა ქორწინებიდან ჰყავდა. წინასწარი მონაცემებით, კაცმა ბავშვს თავის არეში ძლიერად რამდენჯერმე დაარტყა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

უკრაინიდან დაბრუნებული რუსი სამხედროები ხშირად ფიგურირებენ სხვადასხვა სახის მძიმე დანაშაულებში, მათ შორისაა, მკვლელობა, გაუპატიურება, პედოფილია, ადამიანების გატაცება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S