Accentnews.ge
ლევან იოსელიანი: თუ “შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამას სახალხო დამცველისგან რეაქცია ექნება

ლევან იოსელიანი: თუ “შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამას სახალხო დამცველისგან რეაქცია ექნება

02/10/2023 09:28:35 საზოგადოება

"არც ერთი ცვლილებება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან იყო დაკავშირებული სახალხო დამცველის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და გარწმუნებთ, არც ეს დარჩება" , - ამ განცხადებით ეხმაურება ომბუდსმენი ლევან იოსელიანი “შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს.

მისი თქმით, "თუ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამას სახალხო დამცველისგან რეაქცია ექნება".

"ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, ომბუდსმენისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია", – განაცხადა მან.

ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, “ქართული ოცნების“ დეპუტატების კანონპროექტს ჯერ არ იცნობს და მას შემდეგ რაც გაეცნობა დეტალურ შეფასებას გააკეთებს.

ამავე თემაზე: "ქართულ ოცნებას" მანიფესტაციის შესახებ კანონში მკაცრი რეგულაციები შეაქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S