Accentnews.ge
"Rossiya 1": რუსეთის სპეცსამსახურებმა პილოტ კუზმინოვის ლიკვიდაციის ბრძანება მიიღეს

"Rossiya 1": რუსეთის სპეცსამსახურებმა პილოტ კუზმინოვის ლიკვიდაციის ბრძანება მიიღეს

02/10/2023 09:32:03 მსოფლიო

რუსეთის სპეცსამსახურებმა მიიღეს ბრძანება მფრინავ მაქსიმ კუზმინოვის ლიკვიდაციის თაობაზე, რომელმაც აგვისტოში რუსული Mi-8 გაიტაცა და უკრაინაში დასვა. ამ ინფორმაციამ გაიჟღერა რუსული პროპაგანდისტული მედიარესურ Rossiya 1-ზე გასულ სიუჟეტში.

არხმა უჩვენა რამდენიმე კადრი ინტერვიუდან, რომელიც პილოტმა უკრაინელ ჟურნალისტებს მისცა. სიუჟეტის ავტორი, "სამხედრო კორესპონდენტი" სერგეი ზენინი მას "სამშობლოს მოღალატედ" მოიხსენიებს. სიუჟეტში გაჟღერებული ვერსიის მიხედვით, კუზმინოვმა პირადად მოკლა თავისი ორი თანამებრძოლი - Mi-8 ეკიპაჟის წევრები, რომლებიც მოტყუებით შეიყვანა უკრაინის ტერიტორიაზე. ანონიმური ექსპერტის ინფორმაციით, "ცხედრებს, რომლებიც რუსულ მხარეს გადასცეს, თითქო ნატყვიარი აღენიშნებათ".

„როგორც კონტრდაზვერვის წარმომადგენელმა განაცხადა, მის დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. ყველა მფრინავი, რომელიც ამჟამად სპეციალური ოპერაციის ზონაში იბრძვის, ოცნებობს შურისძიებაზე. და გააკეთოჯ უნდა ეს მანამ, ვიდრე უკრაინელი სპეცსამსახურები დაკარგავენ ინტერესს მის მიმართ",– ამბობს კრემლის მხარდამჭერი "სამხედრო კორესპონდენტი".

გარდა ამისა, სიუჟეტის ავტორი იუწყება, რომ რუსეთის GRU-ს სპეცრაზმმა უკვე მიიღო ბრძანება. ამავდროულად, ნიღბიანი პირები ამბობენ, რომ პილოტს აუცილებლად იპოვიან და ის „ვერ იცოცხლებს სასამართლო პროცესამდე".

უკრაინის ცნობით, რუსმა პილოტმა მაქსიმ კუზმინოვმა, უკრაინულ დაზვერვასთან შეთანხმებით, გაიტაცა Mi-8 ვერტმფრენი და დასვა უკრაინის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც ჩაბარდა ქვეყნის ხელისუფლებას. ეკიპაჟის კიდევ ორი ​​წევრი დაიღუპა. უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ ისინი გაქცევის მცდელობისას მოკლეს. რუსეთის FSB-მ კუზმინოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S