Accentnews.ge
თურქეთი უკრაინას გადასცემს "ბაირაქტარს" ფრთოსანი რაკეტებით

თურქეთი უკრაინას გადასცემს "ბაირაქტარს" ფრთოსანი რაკეტებით

02/10/2023 07:24:14 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებს შეუძლია, მიიღოს თურქული უპილოტო საფრენი აპარატის Bayraktar TB2 - Akıncı-ის გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც ფრთოსანი რაკეტების ზიდვის შესაძლებლობა აქვს,– განაცხადა ჰალუქ ბაირაკარმა, მწარმოებელი კომპანია Bayrakar Defense-ის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანიის ქარხნის 50-ვე თანამშრომელი „დღე და ღამე“ აწყობს Bayraktar TB2 დრონებს უკრაინისთვის. „ჩვენი დრონები აქტიურად გამოიყენება ბრძოლის ველზე და ჩვენ კარგად ვუშლებთ, ვცდილობთ ტექნიკურად გავუწიოთ მხარდაჭერა ჩვენს სისტემებს“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

ის მომდევნო წელიწადნახევარში ელოდება უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დაასრულებს და წარმოების დაწყებას "ყველა იმ სისტემის, რაც აქვს", მათ შორის Bayraktar Akıncı–ს. კომპანიამ უკვე მიიღო საჭირო ნებართვები, – ხაზგასმით აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

Bayraktar Akıncı არის მძიმე თავდასხმის დრონი, რომელიც ემსახურება თურქეთის საჰაერო ძალებს 2021 წლიდან. მოწყობილობა აღჭურვილია უკრაინული ძრავებით და ინტელექტუალური მართვის სისტემით, ასევე AESA სარადარო სისტემით მეტეოროლოგიური მონაცემების შესაფასებლად. თვითმფრინავს შეუძლია ფრთოსანი რაკეტების, მართვადი ავიაბომბების ტარება და "ჰაერ-მიწა", "ჰაერ-ჰაერი" ამოცანების შესრულება.

Baykar Defense–ს ქარხანაში, რომლის აშენება უკრაინაში 2025 წლისთვის იგეგმება, დასაქმდება მინიმუმ 300 ადამიანი. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ინვესტიცია დაახლოებით 100 მილიონი დოლარი იქნება. ეს რესურსი, გარდა ქარხნის მშენებლობისა, მოხმარდება სერვის ცენტრისა და კომპანიის მთავარი ოფისის შენარჩუნებას კიევში.

ქარხნის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო, 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. მაგრამ მოგვიანებით უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილი ბოდნარმა თქვა, რომ საბრძოლო მოქმედებებმა შეცვალა თავდაპირველი გეგმები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S