Accentnews.ge
ანკარაში მომხდარი აფეთქების შემდეგ თურქეთმა ერაყში 20 ობიექტი დაბომბა

ანკარაში მომხდარი აფეთქების შემდეგ თურქეთმა ერაყში 20 ობიექტი დაბომბა

02/10/2023 07:04:48 მსოფლიო

ანკარაში მომხდარი აფეთქების შემდეგ თურქეთმა ერაყში 20 ობიექტი დაბომბა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის სამხედროებმა საჰაერო თავდასხმები განახორციელეს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) ბაზებზე, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

„ავიაიერიშების შედეგად განადგურდა 20 ობიექტი, რომელიც შედგებოდა გამოქვაბულებისგან, თავშესაფრებისგან, ბუნკერებისა და საწყობებისგან, რომლებსაც PKK იყენებდა. ამ ობიექტებზე სავარაუდოდ იმალებოდნენ ტერორისტული ორგანიზაციის მაღალი რანგის წევრები“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

1 ოქტომბერს თვითმკვლელმა ტერორისტმა ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მოგვიანებით, PKK – მ განაცხადა, რომ აფეთქება მათთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, "უკვდავთა ბატალიონმა" განახორციელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S