Accentnews.ge
ბორელი: ევროკავშირი უკრაინის უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან ვალდებულებს ამზადებს

ბორელი: ევროკავშირი უკრაინის უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან ვალდებულებს ამზადებს

02/10/2023 06:10:11 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი გააფართოვებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, მიუხედავად აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებისა, შეაჩეროს კიევისთვის დახმარება მომდევნო 45 დღის განმავლობაში შუალედური ბიუჯეტიდან.

„ვნახავთ რა მოხდება შეერთებულ შტატებში. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას“ - თქვა ბორელმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მოცულობამ უკვე მიაღწია 25 მილიარდ ევროს, ხოლო მთლიანი დახმარების მოცულობა - ჰუმანიტარული და ფინანსურის ჩათვლით – 85 მილიარდ ევროს შეადგენს.

ბორელი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის თავდაცვის ახალ მინისტრს რუსტემ უმეროვს შეხვდა. უკრაინული მედიის ცნობით, ეს იყო შეხვედრა პრიორიტეტების დასახვის მიზნით, დამატებით რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს.

ბორელი 30 ოქტომბერს მოულოდნელად ჩავიდა ოდესაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეთანხმდეს ამ მიზნებისათვის თანხების გამოყოფაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S