მექსიკაში ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა, ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი
02/10/2023 06:01:32 მსოფლიო
მექსიკაში, ტამაულიპასის შტატში, სიუდად მადეროში სანტა კრუზის ეკლესიის ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა.
BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 49 ადამიანი კლინიკაში მოათავსეს.
ტამაულიპასის შტატის პოლიციის ცნობით მესას ეკლესიაში ასამდე ადამიანი ესწრებოდა,. ეკლესიაში ხალხი ნათლობაზე იმყოფებოდა.
მედიის ინფორმაციით, 30-მდე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი და მათ ამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანგრევებში მოყოლილებს შორის ბავშვებიც არიან.
სახურავის ჩამონგრევის მიზეზებზე ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.


