Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთი უკრაინაში სამხედროებს განათავსებს

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში სამხედროებს განათავსებს

01/10/2023 11:19:58 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი გეგმავს, უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამა გააფართოვოს და ეს პროცესი, ისევე, როგორც სამხედრო ტექნიკის წარმოება უკრაინის ტერიტორიაზე გადაიტანოს, რისთვისაც იქ სამხედრო ინსტრუქტორებსა და სხვა სპეციალისტებს აგზავნის.

ამის შესახებ The Telegraph-თან ინტერვიუში ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შეპსმა განაცხადა.

მიივე განმარტებით, ეს ნაბიჯები ბრიტანეთისა და NATO-ს სხვა ქვეყნების სამხედრო ბაზებზე უკრაინის დამოკიდებულების შემცირებაზეა მიმართული.

ჩეფსის თქმით, მან უკვე აწარმოა ამ თემაზე მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობასთან, გენშტაბის ხელმძღვანელ პატრიქ სანდერსის ჩათვლით.

ბრიტანული თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თავდაცვის მრეწველობის ადგილობრივ კომპანიებს უკრაინაში ქარხნების გახსნისკენ მოუწოდა.

ეს განცხადებები შეფსმა კიევში ვიზიტის შემდეგ გააკეთა, სადაც ბოლო დღეებში 30 ქვეყნის წარმომადგენელი 252 კომპანიის მონაწილეობით სამხედრო ინდუსტრიების საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობდა. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ფორუმზე განიხილებოდა, დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მონაწილეობა იყო შავ ზღვაში კომერციული ხომალდების დაცვაში. ფორუმის მონაწილეებმა ასევე უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე და კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე იმსჯელეს. გერმანიის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ღონისძიებაზე კიევისთვის ტაურუსის რაკეტების ინიციატივით გამოვიდა.

მოსკოვი უკვე გამოეხმაურა სიახლეს უკრაინაში ბრიტანელი სამხედროების სავარაუდო განთავსების თაობაზე.

როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, "რუსეთს აქტიურად უბიძგებენ NATO-სთან მესამე მსოფლიო ომისთვის". "NATO-ს ქვეყნებში მმართველი იდიოტების რაოდენობა იზრდება. ეს უდღეურები აქტიურად გვიბიძგებენ მესამე მსოფლიო ომისკენ" - დაწერა თავის ტელეგრამ-არხში მედვედევმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S