Accentnews.ge
ოლაფ შოლცი: გერმანიაში ჩამოსვლის მსურველი ლტოლვილების რაოდენობა ძალიან მაღალია, ფედერალური მთავრობა გაერთიანებულია, რომ შეჩერდეს ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია

ოლაფ შოლცი: გერმანიაში ჩამოსვლის მსურველი ლტოლვილების რაოდენობა ძალიან მაღალია, ფედერალური მთავრობა გაერთიანებულია, რომ შეჩერდეს ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია

01/10/2023 05:53:37 მსოფლიო

გერმანია ცდილობს, შეაჩეროს არალეგალური იმიგრაცია სასაზღვრო კონტროლის მეშვეობით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ლტოლვილთა რიცხვი, რომლებიც გერმანიაში ჩამოსვლას ცდილობენ, ამ დროისთვის ძალიან მაღალია“, – განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, ყველა მიგრანტის 70%-ზე მეტს რეგისტრაცია არ გააჩნდათ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში შესვლამდე თითქმის ყველა მათგანი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ნოემბრამდე იმიგრანტების კონტროლის სისტემის შემუშავება იგეგმება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის დევნილების ფიქსირებულ რაოდენობას გაითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S