იტალიის სანაპირო დაცვამ 177 მიგრანტი გადაარჩინა
30/09/2023 12:16:23 მსოფლიო
იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 177 მიგრანტი გადაარჩინა.
Reuters-ის ინფორმაციით, 27 მიგრანტი იმყოფებოდა ბორანზე, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა.
მიგრანტები ნავების მეშვეობით იტალიის კუნძულ ლამპედუზადან სიცილიაზე გადასვლას ცდილობდნენ.
ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ყოველწლიურად ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოპოვებას ათასობით მიგრანტი ცდილობს.


