Accentnews.ge
რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და პუტინმა პირისპირ შეხვედრაზე

რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და პუტინმა პირისპირ შეხვედრაზე

10/12/2019 05:39:44 სხვა, მსოფლიო

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრა პარიზში, ელისეის სასახლეში 15 წუთს გაგრძელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც მედიის წარმომადგენლებთან ზელენსკის პრესმდივანმა იულია მენდელმა განაცხადა, შეხვედრა „ძალიან წარმატებულად“ ჩატარდა, თუმცა, მხარეებს ყირიმის საკითხი არ განუხილავთ.

მედია წერს, რომ პირისპირ მოლაპარაკების შემდეგ, ლიდერებს მათი დელეგაციების წევრებიც შეუერთდნენ და საერთო ჯამში, შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.

პარიზში, აღმოსავლეთ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის ფარგლებში შეხვედრა უკვე გაიმართა. სამიტის დასასრულს ოთხივე ქვეყნის ლიდერი ერთობლივ კონფერენციას გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S