Accentnews.ge
„ჩვენ ვაბრუნებთ იდეოლოგიას“ - კრემლი 2024 წლის არჩევნების წინ ახალგაზრდებისთვის პროპაგანდისტულ კამპანიას იწყებს

„ჩვენ ვაბრუნებთ იდეოლოგიას“ - კრემლი 2024 წლის არჩევნების წინ ახალგაზრდებისთვის პროპაგანდისტულ კამპანიას იწყებს

30/09/2023 05:34:45 მსოფლიო

კრემლმა წამოიწყო მასიური პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდების დარწმუნებას იმაში, რომ რუსეთი მსოფლიოში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ატარებს მას შემდეგ, რაც ქვეყანას სათავაში პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩაუდგა, - ამის შესახებ The Moscow Times რამდენიმე რუს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

მისივე ინფორმაციით, ორშაბათს (25 სექტემბერი), რუსეთის ხელისუფლებამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად სასკოლო გაკვეთილები გამართა. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილები ჩატარდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე. "აღნიშნული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სკოლის მოსწავლეების პოლიტიკაში მასობრივი ჩართვის პირველი მცდელობაა" - წერს გამოცემა.

„ჩვენ თანდათან ვუბრუნდებით იდეოლოგიას და გადავდივართ ჩვენი ახალი თაობის აღზრდაზე. თუ ჩვენ არ ჩამოვაყალიბებთ სწორ იდეოლოგიას, ჩვენი ყოფილი ე.წ. პარტნიორები გააკეთებენ ამას ჩვენთვის“, - ციტირებს The Moscow Times რუსეთის მთავრობის წარმომადგენელს ანონიმურობის დაცვის პირობით.

მედია წერს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გაკვეთილები მთელი ქვეყნის სკოლებში გამართეს. გაკვეთილებზე ბავშვებს აჩვენეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას ვიდეო მესიჯი, რომელმაც რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს "ყველაზე პროგრესული" უწოდა და განაცხადა, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი მოვლენაა ყველა რუსისთვის.

" ვზრდით ნდობას იმ შედეგების მიმართ, რომლებსაც ჩვენი ცენტრალური საარჩევნო კომისია გვაწვდის" - განუცხადა The Moscow Times-ს კრემლთან დაახლოებულმა წყარომ და დასძინა: "ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვამაგრებთ პრეზიდენტის ურყევ ავტორიტეტს ახალგაზრდა თაობაში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S