რუსეთის საჰაერო თავდაცვის ანგარიშზე კიდევ ერთი ჩამოგდებული საკუთარი გამანადგურებელია
29/09/2023 20:01:48 მსოფლიო
უკრაინული და რუსული წყაროები ტოკმაკის რაიონში (ზაპოროჟიეს მიმართულება) რუსული სუ-35S– ს ჩამოვარდნის შესახებ იუწყებიან. უკრაინის მონაცემებით, გამანადგურებელი შეცდომით რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. როგორც რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებთან აფილირებული ტელეგრამ–არხი Fighterbomber იტყობინება, პილოტი დაიღუპა.
The Insider-ის გამოთვლებით, რომელიც ღია წყაროებს ეყრდნობა, ეს არის სულ მცირე მეოთხე შემთხვევა უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს, როდესაც რუსული ავიაცია განიცადა დანაკარგებს საკუთარი საჰაერო თავდაცვის „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად.
2022 წლის 17 ივლისს ლუგანსკის რაიონში, ალჩევსკის მახლობლად, სუ-34M გამანადგურებელი ჩამოვარდა. პრორუსული ტელეგრამის–არხები წერდნენ, რომ საჰაერო თავდაცვის დანაყოფი "მუშაობდა" HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან გაშვებულ რაკეტებზე, მაგრამ შემთხვევით საკუთარ თვითმფრინავს მოარტყეს. ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო.
2022 წლის 11 სექტემბერს ყირიმის კრასნოპერეკოპსკის რაიონში სუ-34 გამანადგურებელი ჩამოვარდა. ეკიპაჟმა მოახერხა კატაპულტირება. იმავე დღეს Fighterbomber-მა გამოაქვეყნა შემდეგი: "კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა და ჩვენივე ავიაცია მეგობრები არ არიან. უფრო მეტად გეშინიათ მისი, ვიდრე უკრაინელების".
2023 წლის 3 მარტს დონეცკის რეგიონში, იენაკიევოს რაიონში ჩამოაგდეს კიდევ ერთი სუ-34 გამანადგურებელი. ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. ვინაიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების უახლოესი პოზიციები სულ მცირე 35 კილომეტრში იყო, «Рыбарь» მივიდა დასკვნამდე, რომ ”საკმაოდ დიდი ალბათობით” თვითმფრინავი გახდა საჰაერო თავდაცვის "მეგობრული ცეცხლის" მსხვერპლი.
«Рыбарь»–მა 2022 წლის დეკემბერშიც დაწერა, რომ გაზაფხულიდან რუსების მიერ დაკარგული „თითქმის ყველა“ სუ-34, სუ-35S და სუ-30SM, ისევე როგორც ნაწილი Ka-52–ებისა, რუსული საჰაერო თავდაცვის „ანგარიშზეა“.


