Accentnews.ge
Reuters: ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალა შეუკვეთა

Reuters: ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალა შეუკვეთა

29/09/2023 19:41:31 მსოფლიო

ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ საბრძოლო მასალა შეუკვეთა ევროკავშირის შესყიდვების სქემით, რათა სასწრაფოდ მიეწოდოს საარტილერიო ჭურვები უკრაინას და შეივსოს შემცირებული დასავლური მარაგი. ამის შესახებ Reuters ევროკავშირის პასუხისმგებელ სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება.

შეკვეთები, რომლებიც ჩადებულია ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) მიერ გაფორმებულ კონტრაქტებში, ეხება 155 მმ-იანი კალიბრის საარტილერიო ჭურვებს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საბრძოლო მასალას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომში.

ეს სქემა შეიქმნა, როგორც მინიმუმ 2 მილიარდი ევროს ღირებულების გეგმის ნაწილი. ის დაიწყო მარტში, რათა უკრაინას ერთი წლის განმავლობაში მილიონი ჭურვი და რაკეტა მიეწოდოს. ამ დრომდე შესყიდვები ძირითადად ბლოკის 27 ცალკეული წევრი მთავრობის პრეროგატივა იყო.

„შვიდმა წევრმა ქვეყანამ უკვე გასცა შეკვეთა 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის EDA-ს დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში“, - უთხრა სააგენტომ Reuters–ს,”მეტი შეკვეთა, მაგალითად, ეროვნული შევსების მიზნით, შეიძლება იყოს უახლოეს კვირებსა და თვეებში.”

EDA-მ უარი თქვა ქვეყნების ან შეკვეთების მოცულობის დაზუსტებაზე კონფიდენციალურობის მოტივით. ამავდროულად, Reuters-ის შეკითხვის პასუხად, ლიეტუვამ და ლუქსემბურგმა განაცხადეს, რომ ისინი ამ შვიდ ქვეყანას შორის არიან.

მარტში ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებაზე მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ამ გეგმის ფარგლებში, ევროკავშირმა უკრაინას გადასცა 223,8 ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალა და 2,3 ათასი რაკეტა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S