უკრაინელმა მოკრივემ ალექსანდრე უსიკმა და ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ ორთაბრძოლაზე კონტრაქტი გააფორმეს
29/09/2023 19:28:49 მსოფლიო
უკრაინელმა მოკრივემ ყირიმიდან ალექსანდრე უსიკმა და ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ ხელი მოაწერეს კონტრაქტს კრივში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაზე. ამის შესახებ პირველად ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია საკუთარ სოციალურ ქსელში თავად ტაისონ ფიურიმ დაადასტურა.
ბრძოლა საუდის არაბეთში გაიმართება. თარიღი ზუსტდება. ბრძოლაში გამარჯვებული ოთხივე საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდება, რომლებსაც სპორტსმენები ფლობენ: WBA, WBO და IBF უკრაინელი ფლობს, WBC–ს ბრიტანელი.
უსიკის და ფიურის ბრძოლა იქნება პირველი მსოფლიო კრივის ისტორიაში, როდესაც სასწორზე ოთხივე მძიმეწონიანი ქამარი იქნება წარმოდგენილი.
მანამდე უსიკმა დაიცვა თავისი სამი საჩემპიონო ქამარი, როდესაც დაამარცხა ბრიტანელი დანიელ დიბუა.
უსიკს პროფესიონალურ რინგზე 21 ბრძოლაში 21 გამარჯვება აქვს (14 ნოკაუტით). ფიურიმ კარიერაში 34 ბრძოლა ჩაატარა - 33 მოგება, 1 ფრე.


