თუფაქის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
29/09/2023 17:33:58 მსოფლიო
ლას ვეგასის პოლიციამ ლეგენდარული თუფაქ შაკურის მკვლელობასთან კავშირში მყოფი პირი, დუეინ დევისი დააკავა,– იუწყება AP საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ის 29 სექტემბერს დილით აიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია საქმის გარემოებები, მათ შორის ბრალდების ფორმულირება.
დევისის დაკავების პროცესში ჩართულ პოლიციელებს სასამართლოს მიერ საბრალდებო აქტის გამოცხადებამდე, დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვთ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დევისის შესახებ დიდი ხანია, ცნობილია გამომძიებლებისთვის. თავადაც აღიარა ინტერვიუებში და 2019 წლის მოგონებებში, რომ იმყოფებოდა "კადილაკში", სადაც 1996 წლის სექტემბერში სროლა მოხდა.
1996 წელს თუფაქს ლას-ვეგასში ესროლეს. შემთხვევიდან ოთხ დღეში 25 წლის რეპერი გარდაიცვალა.


