Accentnews.ge
ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

29/09/2023 17:11:14 საზოგადოება

ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, კუალა-ლუმპურში (მალაიზია) IFA -ს (მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია) ეგიდით, ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ვეტერანი და მოქმედი უძლიერესი სპორტსმენები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

საქართველოს ნაკრების წევრი, ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე, ჩემპიონატის გრანდ მასტერისა და ვეტერანის კატეგორიაში, მძიმე წონაში ასპარეზობდა. იგი გრანდ მასტერის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ვეტერან სპორტსმენებს შორის, ოქროს მედალს დაეუფლა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

აღნიშნული ჩემპიონატი ყოველწლიურად ტარდება. წელს, ასპარეზობამ სტარტი 25 სექტემბერს აიღო და 1 ოქტომბრამდე გასტანს.

ზვიად ხაჩიძემ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზეც წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედლით დაბრუნდა სამშობლოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S