Accentnews.ge
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

29/09/2023 16:58:17 საზოგადოება

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ანონსი სოციალურ ქსელში, ღონისძიების სახით გავრცელდა. ახალგაზრდები გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.

"ჩვენი მთავარი სათქმელი აქ ის არის, რომ პრეზიდენტმა, როგორც კი საშუალება მიეცემა, სასამართლო პროცესები და საქმის განხილვა დამთავრდება, ლაზარე მომენტალურად შეიწყალოს. ჩვენი მთავარი მიზანი აქ მოსვლის იყო, რომ ახალგაზრდებისთვისაც გვეჩვენებინა, რომ ლაზარე არავის დაუვიწყებია და დროა, ვიმოქმედოთ, იმიტომ, რომ ლაზარე არის 7-8 მარტის შემდეგ დაკავებული ადამიანი, რომელსაც ჯილდოს სახით ინახავს რუსული ოცნება და მძევლად ჰყავს აყვანილი", - ამბობს აქციის ორგანიზატორი.

25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუბარია 2021 წლის საქმეზე.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S