Accentnews.ge
რუსული ნეონაცისტური ჯგუფის წევრი უკრაინაში მოკლეს

რუსული ნეონაცისტური ჯგუფის წევრი უკრაინაში მოკლეს

29/09/2023 15:31:31 მსოფლიო

უკრაინის წინააღმდეგ ომში მოკლეს 38 წლის იეგორ დროვნიკოვი, ეკატერინბურგის ნეონაცისტების კრიმინალური ჯგუფის წევრი. ბანდას უკავშირდება14 მკვლელობა, ყაჩაღობა და ძარცვა.

როგორც ეკატერინბურგის გამოცემა E1 იუწყება, დროვნიკოვი საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაემგზავრა მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან, სადაც მას 22 წელი უნდა გაეტარებინა. ოფიციალურ ნეკროლოგში დროვნიკოვის წარსული არ იყო ნახსენები.

ქალაქ კამენსკ-ურალსკის ადმინისტრაციაში, საიდანაც არის დროვნიკოვი, განაცხადეს, რომ პატიმარი "ვაგნერმა" გადაიბირა. ივლისში მან ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.

გამოძიების თანახმად, დაჯგუფებამ, რომლის წევრიც დროვნიკოვი იყო, 2006 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ივნისამდე ეკატერინბურგის, სვერდლოვსკის და კურგანის რეგიონებში მძიმე დანაშაულები ჩაიდინა. ჯგუფი 11 ადამიანისგან შედგებოდა. ისინი აცხადებდნენ, რომ „ასუფთავებდნენ“ ქალაქებს პატიმრებისგან, ნარკომოვაჭრეებისა და მიგრანტებისგან. დანაშაულთა დიდი ნაწილი ჩადენილი იყო ჯგუფში გაწევრიანების უფლების მოსაპოვებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S