Accentnews.ge
ფინეთის არმია რუსეთის საზღვარზე მიწის მფლობელებთან შეთანხმებებს აფორმებს

ფინეთის არმია რუსეთის საზღვარზე მიწის მფლობელებთან შეთანხმებებს აფორმებს

29/09/2023 15:19:55 მსოფლიო

ფინეთის ხელისუფლება შეთანხმებებს აფორმებს რუსეთის საზღვართან მიწის ნაკვეთების მფლობელებთან, – იუწყება გაზეთი Helsingin Sanomat. ამ შეთანხმებების მიხედვით, , მესაკუთრეები ფინეთის არმიას უფლებას აძლევენ, ააშენონ თავდაცვითი სიმაგრეები მათ მიწაზე. საბუთებზე ხელმოწერისას ისინი ერთჯერად იღებენ 750 ევროს. ხოლო თუ თავდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებას, მესაკუთრეები 4800 ევროს მიიღებენ ჰექტარ ფართობზე, რომელთა გამოყენებაც სამხედროებს შეეძლებათ.

გაზეთის ცნობით, ჯარმა მიწის მესაკუთრეებთან ხელშეკრულებების გაფორმება დაახლოებით ექვსი წლის წინ დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი გააჩაღა უკრაინაში, კონტრაქტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ფინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის საული ჰონგისტოს თქმით, მფლობელები უფრო მეტად დაინტერესდნენ მსგავსი ხელშეკრულებებით, , რადგან მათ ესმით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა.

მიწის ამგვარ ნაკვეთებზე სამხედროებს შეუძლიათ, ააშენონ თავდაცვითი სიმაგრეები და ჩაატარონ წვრთნები. კონტრაქტის გარეშე არმიას მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში შეეძლება კერძო მიწების მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე გამოყენება.

ხელშეკრულებებში ნათქვამია, რომ მისი გაფორმება სულაც არ ნიშნავს სამხედრო მშენებლობის დაუყოვნებლივ დაწყებას. ჯარს შეუძლია, პროცესი საჭიროებისამებრ დაიწყოს. კონტრაქტის ვადა 20 წელია.

ფინეთმა გასული წლის ივნისში გამოაცხადა რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების ბარიერების აშენების გეგმები. გარდა ამისა, საზღვრის გასაძლიერებლად ქვეყანამ გადაწყვიტა მესაზღვრეების რაოდენობის გაზრდა, ტექნიკური სამეთვალყურეო და სადაზვერვო თვითმფრინავების ახალი აღჭურვილობის შეძენა. ღობეების მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო.

ფინეთი გარდა სამხედრო საფრთხისა, ასევე შეშფოთებულია „ჰიბრიდული გავლენის“ შესაძლებლობით, როდესაც მეზობელი ქვეყანა მესამე ქვეყნებიდან მიგრაციის ტალღებს პოლიტიკური ზეწოლის მიზნით იყენებს, როგორც ეს იყო 2021 ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე და არის ამჟამადაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S