Accentnews.ge
NATO კოსოვოში დამატებით ძალებს გზავნის

NATO კოსოვოში დამატებით ძალებს გზავნის

29/09/2023 15:02:57 მსოფლიო

29 სექტემბერს ნატომ გამოაცხადა, რომ კოსოვოში გაზრდის თავის KFOR-ის სამშვიდობო ძალებს.

"გუშინ ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ დაამტკიცა დამატებითი ძალების გამოყოფა, შექმნილ სიტუაციაზე რეაგირებისთვის", - ნათქვამია ალიანსის 29 სექტემბრის განცხადებაში. ამჟამად კოსოვოს ძირითადად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთში ღრმავდება დაძაბულობა.

24 სექტემბერს კოსოვოს ჩრდილოეთში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა მე-14 საუკუნის ტაძარზე თავდასხმას. მონასტრის ტერიტორიაზე 30-მდე შეიარაღებულმა პირმა მიიტანა იერიში, რასაც მოჰყვა კოსოვოს პოლიციასთან შეტაკება.

მანამდე მაისში დაიძაბა ვითარება, როდესაც კოსოვოს ხელმძღვანელი პირები შეეცადნენ, მერები დაენიშნათ ზოგიერთ ქალაქში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სერბები შეადგენენ. ძალადობის შედეგად დაშავდნენ KFOR-ის წევრები და სერბი დემონსტრანტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S