Accentnews.ge
ნორვეგია რუსული ნომრების მქონე მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს

ნორვეგია რუსული ნომრების მქონე მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს

29/09/2023 14:31:40 მსოფლიო

ნორვეგია მანანებს რუსული სანომრე ნიშნებით ქვეყანაში არ შეუშვებს. ცვლილებები ძალაში 3 ოქტომბრიდან შევა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ, ნორვეგია აძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს.

„ნორვეგია მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან ერთად სასტიკ დამპყრობელ ომზე რეაგირებს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ სანქციები ეფექტიანი იყოს, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი აღვკვეთოთ, რომელიც რუსულ სახელმწიფოს ომის დაფინანსებისთვის სჭირდება“, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა.

შეზღუდვა ეხება 10 ან ნაკლებადგილიან ავტომანქანებს. ამიტომ საზღვრის კვეთა მიკროავტობუსებით ან ავტობუსებით კვლავ შესაძლებელი იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S