რუსეთში სამხედრო გემების შეკეთებისთვის გათვალისწინებული თანხის 80% მოპარული აღმოჩნდა
29/09/2023 12:34:17 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობის მუხლით ისხლის სამართლის საქმე აღძრა სამრეწველო ჯგიფ "ნოვიკის" წინააღმდეგ, რომელსაც რუსული სამხედრო გემების შეკეთება ევალებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, დანაშაულევრივი სქემების ორგანიზატორი სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი ალექსეი ლიაშჩენკოა, რომელიც კომპანია "ნოვიკს" მისი დაარსების დღიდან, 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა და ამჟამად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს აფარებს თავს, ვინაიდან, 2016 წლიდან თანამშრომლებისთვის ხელფასების გადაუხდელობის გამო იძებნება. გასულ წელს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ლიაშჩენკოს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა აპელაციის წარდგენის შემდეგ საქალაქო სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, 2014-2016 წლებში, როდესაც "ნოვიკს" საბრძოლო გემების შეკეთება ევალებოდა, კომპანიის ხელმძღვანელობამ ამ მიზნით გამოყოფილი თანხების თითქმის 80% (დაახლოებით 43 მილიონი რუბლი) მიითვისა. საქმეში ეჭვმიტანილებად კიდევ ათამდე ყოფილი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის, გადამდგარი კონტრ-ადმირალი იური ბაილო.


