Accentnews.ge
ტელეგრამ-არხები უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველის დაღუპვის შესახებ იუწყებიან

ტელეგრამ-არხები უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველის დაღუპვის შესახებ იუწყებიან

29/09/2023 11:45:19 მსოფლიო

სოც ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი არსენ ფიცხელაურის დაღუპვის თაობაზე.

არსებული ინფორმაციით, ფიცხელაური რუსეთის სახმელეთო ჯარების 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის რიგებში ირიცხებოდა და მიმდინარე წლის ივნისში სავარაუდოდ, კახოვკის ჰესის აფეთქებაში მონაწილეობდა. მაშინ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კახოვკის დამბის აფეთქების შემდეგ ფიცხელაური (საბრძოლო მეტსახელი "გრუზინი") ჯილდოს გადასაცემად მოსკოვში იყო დაბარებული.

ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს სტავროპოლის მხარის სოფელ ნიჟნიაია ალექსანდროვკაში მდებარე ძმათა სასაფლაოს ფოტო, რომელზეც: ერთ-ერთ საფლავზე რუსულთან ერთად ქართული დროშაც არის აღმართული, გარდაცვალების თარიღებად კი 1988 წლის 24 მარტი და 2023 წლის 17 სექტემბერია მითითებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S