
მოსამართლემ ადვოკატი თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმა
29/09/2023 11:11:35 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც 2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დააკავეს.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიჩნია, რომ წვრილმანი ხულიგნობა იყო პარლამენტის წინ საპროტესტო პლაკატით დგომა, რომელზეც ეწერა "ირა*ლი". შინაგან საქმეთა სამინისტრო ადვოკატს ედავებოდა პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასაც (მუხლი 173), თუმცა მოსამართლემ ამ ნაწილში ის გაამართლა.
„ეს არა დაკავება, ჩემზე თავდასხმა იყო, როცა 20-მდე პოლიციელმა ყველანაირი კომუნიკაციის გარეშე გამიტაცა და წამიყვანა ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით“, - თქვა შოთა თუთბერიძემ .