Accentnews.ge
სააკაშვილი: მითიურ ახალგაზრდულ პროტესტზე გათვლა არაფერს იძლევა

სააკაშვილი: მითიურ ახალგაზრდულ პროტესტზე გათვლა არაფერს იძლევა

29/09/2023 10:14:34 პოლიტიკა

მითიურ ახალგაზრდულ პროტესტზე გათვლა არაფერს იძლევა, უფროს თაობებს ბევრად მეტი აქვთ დასაკარგი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“, პირად გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს.

ამასთან, ის ფიქრობს, რომ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„ჩემი აზრით, საქართველოს მისცემენ სტატუსს, გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, რაც ქართველების ყოველდღიურობაში არაფერს შეცვლის და მეორეც, მითიურ ახალგაზრდულ პროტესტზე გათვლა არაფერს იძლევა, ამაზე ყოველდღიური მუშაობაა საჭირო და უფროსი თაობებიც უნდა ჩაერთონ მასში, სწორედ მათ ითამაშონ მთავარი როლი და არ გადაულოცონ ეს ფუნქცია მხოლოდ ახალგაზრდულ სტიქიას.

მე ვიცი, რომ უფროს თაობებს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, უმეტესობას ვალები აქვს, სამსახურის დაკარგვის ეშინია, ბევრი გასულია და დანარჩენები გასვლაზე ოცნებობენ, მაგრამ „ოცნებას“ აღარ ჰყავს რეალური იდეოლოგიური მხარდამჭერები. რუსეთი და ივანიშვილი არიან ისტორიის არასწორ მხარეს, უკრაინა ყველა შემთხვევაში დასავლეთის დახმარებით დაამარცხებს რუსეთს, რითიც საფუძველს დაუდებს რუსეთის დაშლის პროცესს. აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამ და სომხეთის ღიად გადახრამ დასავლეთისკენ, დაარღვია რუსეთის მთავარი პარადიგმა სამხრეთი კავკასიაში.

რუსეთს აღარ აქვს არცერთი ხალხის მხარდაჭერა კავკასიის 3 ქვეყანას შორის, ამიტომ, როგორც არ უნდა დაქსაქსოთ ოპოზიციის მოლაპარაკე თავები, მე უკვე აქ ვარ და ვაპირებ აქტიურად ჩავერთო ყველა ღირსეული ადამიანის გაერთიანებაში, მათ შორის მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში.

მე თვითონაც საკუთარ საკადრო შეცდომებზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, პატიმრობაში კარგად დავინახე თუ ვინ ვინ არის და ვაპირებ, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ქვეყნის პატიმრობიდან გათავისუფლებას!“, - აცხადებს სააკაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S