როტერდამში სროლის დროს სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, მოზარდი
29/09/2023 09:40:55 მსოფლიო
ნიდერლანდის ქალაქ როტერდამში 28 სექტემბერს მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის გოგო.
პრესკონფერენციაზე როტერდამის პოლიციის წარმომადგენელმა ფრედ ვესტერბეკემ განაცხადა, რომ სროლის შედეგად ადგილზე დახოცეს ერასმუსის სამედიცინო უნივერსიტეტის 42 წლის მასწავლებელი და ქალაქის 39 წლის მკვიდრი. მისი ქალიშვილი მძიმედ დაიჭრა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გოგო საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით შუადღის 2 საათის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელმა ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა, შემდეგ კი ბინას ცეცხლი წაუკიდა და გაიქცა ახლომდებარე ერასმუსის სამედიცინო ცენტრში, სადაც სროლა განაგრძო.
როტერდამის პოლიციამ სამედიცინო ცენტრთან სროლაში ეჭვმიტანილი დააკავა. ის 32 წლის ადგილობრივია. ირკვევა, რომ იყო ერასმუსის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, ხოლო 2021 წელს დააკავეს ცხოველთა მიმართ სასტიპი მოპყრობის გამო.
მომხდარის გარემოებებს პოლიცია ადგენს.


