პაკისტანში, რელიგიური მსვლელობისას აფეთქებას სულ მცირე, 30 ადამიანი ემხვერპლა
29/09/2023 09:34:57 მსოფლიო
პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში რელიგიური მსვლელობის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, - იუწყება CNN.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
როგორც პროვინციის ინფორმაციის მინისტრმა იან აჩაკზაიმ განაცხადა, აფეთქება მასტუნგის რაიონში მოხდა, როდესაც ხალხი წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღის აღსანიშნავად იკრიბებოდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.


