Accentnews.ge
თურქეთმა მოლდოვაში ბუნებრივი აირის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

თურქეთმა მოლდოვაში ბუნებრივი აირის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

29/09/2023 08:20:53 მსოფლიო

თურქეთმა მოლდოვაში ბუნებრივი აირის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, – ამის შესახებ თურქეთის ნავთობსადენის კორპორაციაში განაცხადეს.

მათივე ცნობით, თურქეთი დათანხმდა ბუნებრივი აირის გაგზავნას მოლდოვაში პირველი ოქტომბრიდან.

BOTAS-სა და მოლდოვის East Gas Energy Trading-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოლდოვაში ყოველდღიურად 2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს მოიცავს.

„BOTAS აგრძელებს ევროპის ენერგომომარაგების უსაფრთხოების მხარდაჭერას საექსპორტო ხელშეკრულებებით, რომლებიც მან ერთმანეთის მიყოლებით დადო“, – ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

თურქეთმა წინა თვეების განმავლობაში გაზის გაგზავნის შესახებ შეთანხმებები დადო მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საბერძნეთთან, ბულგარეთთან, უნგრეთსა და რუმინეთთან.

„BOTAS აგრძელებს ახალი საექსპორტო ხელშეკრულებების დადებას ინფრასტრუქტურული ინვესტიციების, მოწინავე გადაცემის სისტემის, გეოგრაფიული მდებარეობისა და ამ ძლიერი ინფრასტრუქტურის უპირატესობების გამოყენებით“, – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S