Accentnews.ge
ბლინკენი: ომის შესაჩერებლად ბაიდენი შესაძლოა, პუტინს შეხვდეს

ბლინკენი: ომის შესაჩერებლად ბაიდენი შესაძლოა, პუტინს შეხვდეს

29/09/2023 07:37:18 მსოფლიო

უკრაინაში ომის შეჩერების მიზნით ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების პირადი შეხვედრა კვლავინდებურად შესაძლებელია, - განაცხადა გამოცემა The Atlantic-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

"არასოდეს თქვა არასოდეს, რადგან საბოლოო ჯამში, ყველას, დაწყებული ურკაინელებით, მყარი და სამართლიანი მშვიდობა სჭირდება. მოდით, ვნახოთ, მივაღწევთ თუ არა ოდემე წერტილს, როდესაც ეს შესაძლებელი გახდება" - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ინტერვიუში ბლინკენმა გაიხსენა, რომ ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ მისი ადმინისტრაცია ცდილობდა, გაერკვია, იყო თუ არა რუსეთი დაინტერესებული აშშ-სთან "უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობებით", მაგრამ საბოლოო ჯამში ორი ქვეყნის ლიდერების მიერ 2021 წელს ჟენევაში გამართულმა შეხვედრამ აჩვენა, რომ "პუტინს ეს არ სურდა".

ცნობისთვის: ორი ქვეყნის ლიდერების პირისიპირ შეხვედრის საკითხი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არაერთგზის დამდგარა დღის წესრიგში. 2022 წლის მარტში ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ "ეს იმაზეა დამოკიდებული, რის შესახებ სურს საუბარი პუტინს, ანუ არსებობს თუ არა რაიმე, რის გამოც შეხვედრა ღირს და რაც საფუძვლად იქცევა ომის დასრულებისა და უკრაინის აღდგენისთვის".

გასული წლის ოქტომბერში, G20-ის სამიტის წინ ბაიდენი პუტინთან ბალიზე შეხვედრას არ გამორიცხავდა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ "ამ შეხვედრის აზრს ვერ ხედავს და რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში სამხედრო დანაშაულკების ჩადენაში დაადანაშაულა.

დეკემბერში ბაიდენმა კვლავ დაადასტურა, რომ პუტინთან მოლაპარაკებებს არ გეგმავდა და იქვე განმარტა, რომ დიალოგისთვის მზად იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი პუტინი უკრაინაში ომის დასრულებაში დაინტერესების დემონსტრირებას მოახდენს. საპასუხოდ კრემლში განაცხადეს, რომ "აშშ ვერშესრულებად პირობებს აყენებს". "ბატონმა ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინი უკრაინიდან უნდა გავიდეს. მისი აზრით, ეს იქნება მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის დემონსტრირება. ეს არსს ცვლის. აშშ არ აღიარებს ახალ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციის ნაწილად, რაც მნიშვნელოვნად ართულებს საფუძვლის ძიებას ჩვენი ურთიერთობებისა და შეთანხმების მიღწევისთვის"- განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

2023 წლის თებერვალში კრემლის პრესსპიკერმა კვლავ დაადასტურა, რომ პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებები არ იყო დაგეგმილი.

ბოლოს აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის კომუნიკაცია 2022 წლის 12 თებრვალს შედგა. მათ შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S