Accentnews.ge
ISW: უკრაინის შეტევითმა ოპერაციებმა რუსული ჯარები გაიყვანა კუპიანსკ-სვატოვო-კრემენოის ხაზიდან

ISW: უკრაინის შეტევითმა ოპერაციებმა რუსული ჯარები გაიყვანა კუპიანსკ-სვატოვო-კრემენოის ხაზიდან

29/09/2023 07:10:53 მსოფლიო

ბოლო დღეებში რუსულმა ჯარებმა შეანელეს მათი ლოკალური შეტევითი ოპერაციების ტემპი კუპიანსკი-სვატოვო-კრემენოის ხაზზე, – წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) საკუთარ ანგარიშში.

„რუსი და უკრაინელი ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად აფიქსირებენ რუსეთის სახმელეთო თავდასხმების შემცირებას კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის შეტევითმა ოპერაციებმა რუსული ჯარები გაიყვანა კუპიანსკ-სვატოვო-კრემენოის ხაზიდან და მნიშვნელოვნად გააუარესა რუსეთის შეტევითი ძალისხმევა ამ ხაზის გასწვრივ. “ – ნათქვამია ანგარიში.

მანამდე ISW იტყობინებოდა, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენოის ხაზის გასწვრივ მიზნად ისახავდა იქ უკრაინული ძალების დამაგრებას და ფრონტის უფრო კრიტიკული სექტორებიდან მათ ჩამოშორებას.

ISW-ის ცნობით, რუსული ავიაცია სულ უფრო აქტიურდება ამ ხაზზე, ხოლო „სახმელეთო შეტევები აშკარად შემცირდა. რუსული წყაროები მუდმივად ამტკიცებენ, რომ რუსული ავიადარტყმები განხორციელდა უკრაინის მიერ კონტროლირებად ხიდებზე მდინარე ოსკოლზე – სავარაუდოდ, რათა ხელი შეუშალონ მდინარის აღმოსავლეთით უკრაინის ნებისმიერი შეტევითი ოპერაციის საფრთხეს".

ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსული ავიაცია აძლიერებს აქტივობას ხარკოვის, ლუგანსკის და ხერსონის რეგიონებში და, როგორც ჩანს, ნაკლებად აქტიურია დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონის რაიონებში, სადაც უკრაინის ჯარები აწარმოებენ კონტრშეტევას.

უკრაინის გენერალური შტაბის 28 სექტემბრის დილის მოხსენებაში საუბარი იყო რუსული ძალების სახმელეთო თავდასხმების არარსებობაზე კუპიანსკის და ლიმანსკის მიმართულებით, ხოლო 28 სექტემბრის საღამოს მოხსენებაში ნახსენებია მხოლოდ ერთი თავდასხმა კრემენოის სამხრეთით ბელოგოროვკას მახლობლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S